თავში

,,მიშველეთ, სასწრაფოს დაუძახეთო" - ფოთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

,,მიშველეთ, სასწრაფოს დაუძახეთო" - ფოთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
,,მიშველეთ, სასწრაფოს დაუძახეთო - ფოთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ფოთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მამა ჰყვება, რომ მასა და მის შვილს ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ კი ვაჟა ტყებუჩავა, თავდამსხმელებმა წაიყვანეს. 

,,მანქანაში ვისხედით, მე ვიჯექი წინ, შვილი იყო უკან, მანქანა რომ მოადგა ვერ გავაღე კარი, ვერ გადმოვედი. არაფერი უთქვამთ, შეიარაღებული იყვნენ რკინის ხელკეტებით", - ამბობს ვაჟა ტყებუჩავას მამა. 

სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა კაცი მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფოს გამოუძახეს. როგორც ისინი ყვებიან, ძირს დაგდებული, ნაცემი ტყებუჩავა დაინახეს, რომელიც შველას ითხოვდა. 

,,მიშველეთო, სასწრაფოს დაუძახეთო, ყველაფერი დამტვრეული ჰქონდა, შველას ითხოვდა", - ამბობს მეზობელი.

მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ე. წ. ქურდული გარჩევა უძღოდა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system