თავში

მიტროპოლიტის სახლში ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ, მისი ოჯახის წევრები ზეწრებით დააბეს

მიტროპოლიტის სახლში ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ, მისი ოჯახის წევრები ზეწრებით დააბეს
მიტროპოლიტის სახლში ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ, მისი ოჯახის წევრები ზეწრებით დააბეს

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას სახლში შეიარაღებული თავდამსხმელები ფულით სავსე ორ ტომარას ეძებდნენ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. 

თავდამსხმელებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ, რომელიც ამავე დროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, სახლში დიდი ოდენობით თანხა მიიტანა.

თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი თოკებით შეუკრეს სასულიერო პირის დას, 90 წლის დედას, 12 წლის დისშვილს და დამხმარე ქალს. ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლის რობერტ გოდერიძე იმ ეპარქიის მცხოვრებია, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს, მისი შვილი კი წარსულში ეპარქიაში მსახურობდა.

მიტროპოლიტის 12 წლის დისშვილის ჩვენების მიხედვით, ის თავდამსხმელებმა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დააბეს და სთხოვდნენ ეთქვა, სად ინახავდა მღვდელმთავარი ფულით სავსე ტომრებს.

"ერთ-ერთმა მაღალმა თავდამსხმელმა საწოლიდან აიღო ზეწარი, დანით დაანაწევრა და აღნიშნული ზეწრით შეგვიკრა ხელ-ფეხი. პისტოლეტიანმა თავდამსხმელმა ჩვენს დამხმარე ქალს უბრძანა გაჰყოლოდა მეორე ოთახში. ფეხებშეკრული გაიყვანა და უთქვამს, ვნახე მეუფე საბა, 5 დღის წინ, ორი დიდი ჩანთა ფულით მოვიდა სახლში და აქ დატოვაო. სხვადასხვა ოთახებში ეძებდნენ ფულს. საბოლოოდ მათ 100 ლარი და მობილური ტელეფონი წაიღეს,"- ნათქვამია ჩვენებაში.

მართლაც ინახებოდა, თუ არა დიდი ოდენობით ფული ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის სახლში? - ამ საკითხზე მიტროპოლიტმა და მისი ოჯახის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თუმცა, საქმეში მიტროპოლიტის განმარტება დევს, სადაც ფულით სავსე ტომრების მის სახლში არსებობას უარყოფს.

"სახლში არავითარი ორი ჩანთა, თუ პარკი არ მიმიტანია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძლებდი ორი ჩანთისა, თუ პარკის ხელში დაჭერას. თავდასხმის დღეს, როგორც ჩვეულებრივ, სახლში ჩემი ოთახის კარი გასაღებით მქონდა ჩაკეტილი, როდესაც სახლში დავბრუნდი, კარი ისევ ჩაკეტილი დამხვდა და მე გავაღე. ჩემს ოთახში არცერთი თავდამსხმელი არ შესულა,"- ნათქვამია ჩვენებაში.

ამ ეტაპზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი მხოლოდ ერთ პირს - რობერტ გოდერიძეს, თუმცა, სავარაუდო დამკვეთების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ გამოძიება გრძელდება. მსჯავრდებულის ადვოკატი საქმეს გაყალბებულს უწოდებს. რობერტ გოდერიძის ინტერესების დამცველი 9-წლიან განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system