თავში

"ორი ბენზინის ბოთლი იყო შეგდებული"- მელიას ოფისის დაწვის ახალი დეტალები

"ორი ბენზინის ბოთლი იყო შეგდებული"- მელიას ოფისის დაწვის ახალი დეტალებ
ორი ბენზინის ბოთლი იყო შეგდებული- მელიას ოფისის დაწვის ახალი დეტალები

"ორი დიდი ქვა იყო ნასროლი და შიგნით ორი ბენზინის ბოთლი იყო შეგდებული" - გლდანის მაჟორიტარობის გაერთაინებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი.

შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს გამოძიება თუ ვინ დაწვა ნიკა მელიას ოფისი.

"ჯერ იდენტიფიცირებული არავინ არ არის. დაახლოებით დილის ექვსის წუთები იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ჩვენს ოფის ხანძარი ჰქონდა გაჩენილი. სანამ მეხანძრეები მოვიდნენ შუშა ჩამტვრეული იყო, ორი დიდი ქვა იყო ნასროლი და შიგნით ორი ბენზინის ბოთლი იყო შეგდებული. მთლიანად აპირებდნენ დაწვას, თუმცა ვერ მოასწრეს. იმედი მაქვს გამოიძიებენ ამ საზიზღრობას, რაც გააკეთეს",- განუცხადა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა "მთავართან" საუბარში.

ცნობისთვის, დღეს გამთენიისას გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system