თავში

პოლიციამ სოფელ ჩუმლაყში დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ სოფელ ჩუმლაყში დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა
პოლიციამ სოფელ ჩუმლაყში დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჭ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1971 წელს დაბადებული დ.ნ. ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system