თავში

სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შევიდა საქართველოს მოქალაქის გ.ც.-ს მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდა ასევე საქართველოს მოქალაქე კ.ჩ. ამ მოქალაქეების ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს 112 კაფსულა და 148 აბი, ასევე სპეციალურ შეფუთვებში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system