თავში

სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - VIDEO

სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - VIDEO
სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - VIDEO

სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში. მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართადალმცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში 1 პირი - 1987 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ამის შესახებ REPORT.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, დედოფლისწყაროში დააკავა. დ.ქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტია და შემთხვევის დროს ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system