თავში

სოფელ ნატანებში მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სოფელ ნატანებში მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
სოფელ ნატანებში მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system