თავში

სოფელში სტუმრად იმყოფებოდა - ნატანებში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სოფელში სტუმრად იმყოფებოდა - ნატანებში მომხდარი მკვლელობის დეტალები
სოფელში სტუმრად იმყოფებოდა - ნატანებში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მოკლული ამირან ფალავანდიშვილი თბილისში ცხოვრობდა და სოფელში ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, მოკლული ნატანებში შვილთან ერთად ჩავიდა, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია.

გარდაცვლილი მამაკაცი დღეს დილით, მეზობლებმა იპოვეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system