თავში

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ე.ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system