თავში

"ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

"ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავ
ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"1967 წელს დაბადებული გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system