თავში

ვინ არის ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა - მკვლელობის ახალი დეტალები

ვინ არის ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა - მკვლელობის ახალი დეტალები
ვინ არის ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა - მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

ფონიჭალაში, გურამიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი, 39 წლის რასიმ ისაიევია. ის საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. 

ვინ ესროლა ისაიევს, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მომხდარი შურისძიებას უკავშირდებოდეს. 

ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ძმა წლების წინ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ისაიევის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system