თავში

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა - VIDEO

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა - VIDEO
ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა - VIDEO

ვარკეთილში, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია.  სამართალდამცავებმა შეიარაღებული მამაკაცი აიყვანეს, რომელიც სახლში იყო ჩაკეტილი. მასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ის სამართალდამცავებს ჩაბარებოდა. 

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაშავებული არავინ არ არის. მისივე თქმით აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

„მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ. ამ დროისთვის მას უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც ვიზუალურადაც ეტყობოდა. ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. ამ ეტაპზე არავის საფრთხე არ ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“,-განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში სროლა  დღის პირველ საათში ისმოდა. მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა შვილების შესაშინებლად ისროლა. მას შემაკავებელი ორდერი აქვს  გამოწერილი. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system