თავში

გუდაურში ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს - VIDEO

გუდაურში ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს - VIDEO
გუდაურში ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს - VIDEO

სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული ვ.წ. - ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული შ.ე. კი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შ.ე., ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვ.წ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მეპატრონესაც. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ვ.წ. - მცხეთაში, შ.ე. კი გუდაურში დააკავა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system