თავში

გენერალურმა ინსპექციამ ძიუდოისტ, ლაშა ბექაურის საქმეზე გამოძიება დაიწყო

გენერალურმა ინსპექციამ ძიუდოისტ, ლაშა ბექაურის საქმეზე გამოძიე
გენერალურმა ინსპექციამ ძიუდოისტ, ლაშა ბექაურის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ, ლაშა ბექაურის პოსტის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საქმე პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებისა და მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს ეხება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში ნათვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიციელებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს განყოფილებაში და ცემეს. შსს-ს ინფორმაციით მის მიმართ საქმე დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით იყო გახსნილი. 

ლაშა ბექაურმა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია. მან ოქროს მედალი  2018 წლის ოქტომბერში მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system