თავში

აბასთუმნის კეთილმოწყობა გრძელდება

აბასთუმნის კეთილმოწყობა გრძელდება
აბასთუმნის კეთილმოწყობა გრძელდება

კურორტ აბასთუმანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, აცხადებს.  მინისტრის ინფორმაციით, დაგეგმილია აბასთუმნის შემოვლითი გზის მშნებლობის პროექტი. მისივე განმარტებით, ბაღდათი-აბასთუმნის გზის აშენების შემდეგ,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრობას აბასთუმნამდე 2-2,5 სთ. დასჭირდება. ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი, აბასთუმანზე გამავალუ 8 კმ-იანი გზის სრული რეაბილიტაციისთვის. 

"მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები. მწვანე სივრცეები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ადგილები. მოწესრიგდება შენობის ფასადი, რათა ადგილზე კურორტის შესაბამისი გარემო შეიქმნას. აბასთუმანში ისტორიული სახლები განახლდა და ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღდგა საბაგირო, რომელიც ობსერვატორიას აკავშირებდა. გათვალისწინებულია ავტოსადგომის მშენებლობა, მოეწყო წყალარინების სისტემები, გამწმენდი ნაგეგბობის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. მთლიანობაში აბასთუმანი ნამდვილად განვითარდება და ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც მას აქვს, უნდა გამოვიყენოთ“.   ასევე, დაგეგმილია კურორტზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი 2021 წლის დასაწყისში გამოაცხადა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ამბობდა, რომ  აბასთუმანი სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი იქნება.

კურორტ აბასთუმნის 24 სთ-იანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ 15 მილიონ ლარამდე გამოყო.

დასრულდა ობსერვატორიის რეაბილიტაცია , რომელიც მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს. აღდგენილი დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა, განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა, დასრულდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, რაც ამ რეგიონის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვის გარანტია, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი და აღდგა აბასთუმნის ამბულატორია,

შეგახსენებთ, უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობის კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი და კურორტის ეკო სისტემის შენარჩუნების მიზნით, იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც.

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას, თქმით, 2012 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system