თავში

რას უპირებს მთავრობა აბასთუმანს

რას უპირებს მთავრობა აბასთუმანს
რას უპირებს მთავრობა აბასთუმანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აბასთუმანი სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი იქნება.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი.

„აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი. ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად ხეობას.  გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომელიც ერთად უნდა გადავლახოთ. 2012 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი, - განაცხადა გახარიამ.

კურორტ აბასთუმნის 24 სთ-იანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს.  24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ 15 მილიონ ლარამდე გამოყო.

დასრულდა ობსერვატორიის რეაბილიტაცია , რომელიც მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს. აღდგენილი დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა, განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა, დასრულდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, რაც ამ რეგიონის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვის გარანტია, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი და აღდგა აბასთუმნის ამბულატორია,

შეგახსენებთ, უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობის კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი და კურორტის ეკო სისტემის შენარჩუნების მიზნით, იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system