თავში

"აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა

"აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა
აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა

შეღავათების ვადა, რომელიც "აგარის შაქარს" ხელისუფლებამ წარმოების სტიმულირების მიზნით დაუწესა,  31 დეკემბერს ამოიწურა. ეს დრო ქარხნის სრული დარვირთვით ასამუშავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, წარმოება არარენტაბელულია. მათივე განმარტებით, მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ შეაღავათები გახანგრძლივდეს. თუ მოლაპრაკებები წარმატებით დასრულდა, "აგარის შაქარი" წარმოებას განაახლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე.  თავად საწარმოში განმარტავენ, რომ კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას.  სწორედ ამ შეღავათების წყალობით, საწარმომ მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე განაახლა და 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა.

ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილებამთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა.

ცნობისთვის საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება. შარშან, საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა.

შეგახსენებთ, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ყველაფერი აგარის შაქრის წარმოებაზე, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system