თავში

აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა

აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა
აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა

"კახეთში დღეს კარგი ყურძნის მოსავალია, მაგრამ კორონავირუსმა მეღვინეობა ყველაზე მეტად დააზარალა,"  - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოახლოებული რთველის შეფასებისას განაცხადა.

გუბერნატორი ზარალის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: კორონავირუსის გამო იკლო ექსპორტმა, ტურიზმის გაჩერებამ მოთხოვნა ღვინოზე შეამცირა, შემცირებულია შიდამოხმარებაც, რაც ქმნის ღვინის სიჭარბეს, მდაბალ ფასს, რაც საბოლოო ჯამში, ამ ინდუსტრიისთვის შემოსავლების დაკარგვის საფუძველი ხდება.

გუბრნატორის თქმით, მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდამჭერ სამთავრობო გეგმებზე მალე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

„ზარალის რამდენიმე მიზეზი არის. იმის გამო, რომ ცოტათი იკლო ექსპორტმა, რადგან ძირითად საქეპორტო ქვეყნებში იზოლაციაა, კარანტინები არის გამოცხადებული, არ მუშაობს რესტორნები, ტურიზმი არის გაჩერებული, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აისახება ღვინის ექსპორტზე. დაახლოებით 10%-იანი კლება არის ღვინის ექსპორტის. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ტურიზმის გაჩერების გამო, აღარ არის შემომსვლელი, რომელიც დიდი რაოდენობით მოიხმარდა ღვინოს და თან მიჰქონდა კიდეც. შიდა მოხმარებაც შემცირებულია რადგან ქორწილები, რესტორნები და სხვა მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები, სადაც ღვინო გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემცირებულია. ბუნებრივია ეს ქმნის ღვინის სიჭარბეს, რომელიც დღეს საქართველოში არის“, - განმარტავს ქადაგიშვილი და დასძენს, რომ წელს, სირთულეების მიუხედავად, არცერთი კილოგრამი ყურძენი დარჩება ჩაუბარებელი.

"ვეცდებით, ჩასაბარებელი ფასი იყოს ისეთი, რომ მევენახეს ყველა ხარჯის ამოღების საშუალება მისცეს და მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, მას მომავალი წლის იმედი მიეცეს და გამართულად შეხვდეს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგი. მთავრობა ამაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში ამაზე განცხადებაც გაკეთდება," - ამბობს გუბერნატორი.

ცნობისთვის, აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ მევენახეების მხარდაჭერის პაკეტზე.

მანამდე კი ცნობილია, რომ ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

რაც შეეხება პროგნოზს 2020 წლის რთველისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სირთულეების მიუხედავად, წლევანდელი რთველიც წარმატებული იქნება. მისივე თქმით, მთავრობას წელს მოუწევს ყურძნის დასუბსიდირება და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

„რაც შეეხება ყურძენს, წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის აბსოლუტურად სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ფერემრები არ დავტოვოთ მარტო. ჩვენ გვესმის, რომ სუსტი მოთხოვნის და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები იმისთვის, რომ დავაბალანსოთ და ფერმერების ინტერესები იყოს დაცული. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ამისთვის. ფასებს რაც შეეხება, ამას გეტყვით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, - ამბობს მინისტრი დავითაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system