თავში

აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს

აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს
აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს

საწვავზე აქციზის შემცირება სახელმწიფოს შემოსავლებს შეუმცირებს, თუმცა საწვავს გააიაფებს. ასე ფიქრობს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი. მისი განმარტებით, იმპორტი შარშანდელის მსგავსად, ახლაც სტაბილური დინამიკით ხასიათდება. 

"თუ აქციზის ფასს გავანახევრებთ, სახელმწიფოს შემოსავლებიც განახევრდება. მივიღებთ იმას, რომ საწვავი გაიაფდება 20 თეთრით, მაგრამ სახელმწიფოს შემოსავლები შეუმცირდება. თანაც, აქციზის შემცირება არაა გარანტია, რომ საწვავის ფასი დასტაბილურდება. ახლა, როცა სახელმწიფოს აქვს მნიშვენლოვანი პრობლემები საბიუჯეტო შემოსავლებში პანდემიის გამო, არ მგონია, აქციზის შემცირება კარგი გადაწყვეტილება იყოს,– აღნიშნავს, ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა.

საწვავს, აქციზის განაკვეთთან ერთად, ლარის გაუფასურებაც აძვირებს. 

შეგახსენებთ, რომ საწვავზე მაღალი ფასის გამო კერძო სექტორი მთავრობას ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის გადახედვას სთხოვს. წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს.

აქციზის გადასახადის შემცირებას ითხოვს თხევადი გაზის ასოციაციაც, სადაც ამტკიცებენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ბენზინის აქციზის გადასახადთან თითქმის გათანაბრებულია. თხევადი გაზის ასოციაცია გეგმავს, მიმართოს მთავრობას აქციზის გადასახადზე გადახედვის თხოვნით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system