თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 78%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 78%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 78%-ით გაიზარდა

დეკემბრის ბოლო კვირაში (21-27 დეკემბრის პერიოდში) საქართველოში აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები გაზრდილია 78%-ით. 14-20 დეკემბრის მონაკვეთში კი მეზობელი ქვეყნიდან გადმორიცხული თანხა 59%-ითა გაიზარდა.  

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი ბანკის" ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ცნობითვის, ზედიზედ მეორე კვირაა აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა მხოლოდ ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება. ეს ორკვირიანი შუალედი მეორე პრეცედენტია, როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა ორნიშნაა. მთელი წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი ნაკადის ზრდა სამნიშნა იყო. მხოლოდ ახლა, ბოლო ორ კვირაში, 14-27 დეკემბერს და ოქტომბრის ბოლო სამ კვირაში გაუტოლდა აზერბაიჯანიდან ფულადი გადმორიცხვები ორნიშნა მაჩვენებელს. კერძოდ: 26 ოქტომბერი-1 ნოემბრის კვირაში აზერბაიჯანიდან გადმორიცხუილი თანხა 37%-ით გაიზარდა წინა წლის დროის იმავე მონაკვეთთდან შედარებით, ხოლო 25-31 ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხვები გაიზარდა 44%-ით. 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში მაჩვენებელი 60%-ითაა შარშანდელთან შედარებით. 

რაც შეეხება დანარჩენ სამეზობლოს, წინა კვირაში თვალშისაცემი ზრდის შემდეგ, ფულადი შემოდინებები სომხეთიდან ზრდის უარყოფით ნიშნულს დაუბრუნდა.

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად  31%-ით შემცირდა.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპმა წ/წ 5% შეადგინა.

შეგახსენებთ, ფულადი შემოდინებები, წინა კვირასთან შედარებით, გაუმჯობესდა და 21-27 დეკემბრის პერიოდში 2019 წლის მონაცემებს გაუტოლდა.

ამ დრომდე, ორი კვირის განმავლობაში ფულადი ნაკადები კლებადი იყო. 14-20 დეკემბრის მონაკვეთში ფულადი გზავნილების 5%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო 7-13 დეკემბრის პერიოდში წლიური კლება 1%-ი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system