თავში

ფულადი გზავნილები სომხეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც გაიზარდა

ფულადი გზავნილები სომხეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც გაიზარდა
ფულადი გზავნილები სომხეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც გაიზარდა

2-8 ნოემბრის პერიოდში ფულადი გზავნილები გაიზარდა როგორც სომხეთიდან ისე აზერბაიჯანიდან. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

აზერბაიჯანის შემთხვევაში, ფულადი გზავილების ზრდის დინამიკა დადებით ტრენდს აჩვენებს როგორც წლიურ ისე კვირის ჭრილში. სომხეთიდან კი შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა, მაგრამ გაუმჯოებესებულია წინა კვირასთან შედარებით.

2-8 ნოემბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა (წინა წლის დროის იმავე მონაკვეთთან შედარებით) სამნიშნა მაჩვენებელზეა და 216%-ს უტოლდება.

წინა სამი კვირის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ ორნიშნა ციფრით იზრდებოდა. კერძოდ: 26 ოქტომბერი-1 ნოემბრის კვირაში აზერბაიჯანიდან გადმორიცხუილი თანხა 37%-ით გაიზარდა წინა წლის დროის იმავე მონაკვეთთდან შედარებით, ხოლო 25-31 ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხვები გაიზარდა 44%-ით. 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში მაჩვენებელი 60%-ითაა შარშანდელთან შედარებით. ამ სამი კვირის გარდა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა სამნიშნა პროცენტული პუნქტით ხდებოდა.

სომხეთიდან 2-8 ნოემბრის მონაკვეთში ფულადი ნაკადი წლიურ ჭრილში 14%-ითაა შემცირებული, წინა კვირაში, 26 ოქტომბერი-1 ნოემბრის კვირაში, კი მაჩვენებელი 30%-ითაა შემცირებული. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზე იყო 19-31 ოქტომბრის მოკავეთში. უფრო კონკრეტულად, 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში სომხეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში შემცირებულია 21%-თ, 25-31 ოქტომბრის პერიოდში მაჩვენებელი მხოლოდ 8%-იან კლებას აჩვენებს.

სპეციალისტები ამ ორი ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების კლებას უკავშირებენ ყარაბაღის ომს, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თითქმის თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა (27 სექტემბერი-9 ნოემბერი) და სულ რაღაც 4 დღის წინ დასრულდა, რასაც პოლიტოლოგები, ეკონომისტები da კონფლიქტოლოგები ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეასპეციალისტების განმარტებით, ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში დიდია, ხოლო ამ ორი ქვეყნის წილი ფულად გზავნილებში არც თუ ისე მცირე. 

მათივე განმარტებით, ომით იზარალა არა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე ორი ქვეყნის, სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკებმა, არამედ, მას ნეგატიური რეზონანსი ჰქონდა  საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკაზეც ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების მიმართულებებში და ფულადი გზავნილების მიმართულებებში. 

27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 9 ნოემბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2020 წლის ზაფხულშიც,12 ივლისსაც, გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ყველაფერს იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკას

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system