თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 934 ვიზიტორი ესტუმრა

აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 934 ვიზიტორი ესტუმრა
აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 934 ვიზიტორი ესტუმრა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში 49 712 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 92.5 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 44 671 ვიზიტი განხორციელდა. საჰაერო გზით კი მხოლოდ – 4 345 ვიზიტი. საზღვაო გზით – 551 და სარკინიგზო გზით – 145. რაც შეეხება ტურიზმს რეგიონულ ჭრილში, ყველაზე მეტი – 44 208 საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში ევროპიდან განხორციელდა, აშშ-დან კი საქართველოში ოქტომბერში 391 ვიზიტ შედგა. 

ყველაზე მეტი რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი ქვეყანას სამეზობლოდონა ეწვია, ესენია: თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

ქვეყნების ტოპ ხუთეული,საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ასე გამოიყურება: 

1) თურქეთი – 18 960 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,1% ;

2) სომხეთი – 9 428 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,2% ;

3) საქართველო (არარეზიდენტი) – 4 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,0% ;

4) რუსეთი – 4 346 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,3% ;

5) აზერბაიჯანი – 3 924 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,7% ;

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვია 3 964 საერთაშორისო ვიზიტორი. გასული წლის, 2019 წლის სექტემბერში კი - 145 485 საერთაშორისო ვიზიტორი. ანუ 2020 წლის სექტემბერში ამ ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების კლება წლიურ ჭრილში 97,3%-ითა და 141 518 ვიზიტორით შემცირდა.

შეგახსენებთ, აგვისტოში საქართველოს აზერბაიჯანიდან 3 757 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 98%-ით ნაკლებია გასული წლის აგვისტოში აზერბაიჯანიდან შემოსულიო ვიზიტორების მაჩვენებელზე.

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system