თავში

აზერბაიჯანმა 28 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი გაყიდა

აზერბაიჯანმა 28 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი გაყიდა
აზერბაიჯანმა 28 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი გაყიდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა დაახლოებით 28 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი დააექსპორტა, რომლის ღირებულება 4,667 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ნავთობის ბიტუმის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 0.1% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტშივე ქვეყანამ ნავთობის ბიტუმის წარმოება 17,8% -ით შეამცირა.  კერძოდ, აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შეადგინა 810,3 მილიონი მანეთი, რაც 13% -ით ნაკლებია, გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე. დროის ამავე პერიოდში აზერბაიჯანმა 91 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობპროდუქტები დააექსპორტა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელია. 2021 წლის მხოლოდ მარტში საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 4,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორტის 84%-ია. 2021 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული სანავთობო ბიტუმის იმპორტის 84,6%, ანუ 4,4 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანული იყო. 2021 წლის იანვარ-მარტში კი წელს მეზობელი ქვეყნიდან 8,6 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი იმპორტირდა. საქართველოში წელს განხორცილებული ბიტუმის მთლიან იმპორტში 84,3%-ი აზერბაიჯანულია. 

ცნობისთვის, 2020 წლის ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობა 146 000 ტონას გაუტოლდა, ღირებულებამ კი 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86% სწორედ ირანზე მოდიოდა, 8% ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე. სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როცა საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, ანუ საქართველოს ბაზარზე ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა. შარშან საქართველოში 128,7 ათასი ტონა ბიტუმის იმპორტი შემოვიდა, ბაზრის 60% -ზე მეტი -82 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია. აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% „სოკარის“ წილია. შარშან ერაყიდან 26 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, რუსეთიდან 7 ათასი ტონა, თურქეთიდან 2 400 ტონა. ირანიდან ბიტუმის იმპორტი წლიურ ჭრილში, 2019-2020 წლებში, 146 ათასი ტონიდან 9100 ტონამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system