თავში

საქართველოს აზერბაიჯანმა წელს 8,6 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი მოაწოდა

საქართველოს აზერბაიჯანმა წელს 8,6 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი მოაწოდა
საქართველოს აზერბაიჯანმა წელს 8,6 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი მოაწოდა

2021 წლის მარტში საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 4,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორტის 84%-ია. წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან 8,6 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი იმპორტირდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკა აჩვენებს, 2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში განხორცილებული ბიტუმის მთლიან იმპორტში 84,3%-ი აზერბაიჯანულია, ხოლო 10,8% (1,1 ათასი ტონა) მოდი ერაყზე; 4,9% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე. 

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,2 ათასი ტონა, რაც 4,1 ათასი ტონით ანუ 28,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,3 ათასი ტონა) შედარებით. 

"ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზრდება, რაც დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მატებასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ჩვენი ქვეყნისთვის გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომლემაც ჩაანაცვლა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამ უკანასკნელიდან ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის შეჩერების გამო," - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. 

2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში განხორციელებული სანავთობო ბიტუმის იმპორტის 84,6%, ანუ 4,4 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია,

ცნობისთვის, 2020 წლის ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობა 146 000 ტონას გაუტოლდა, ღირებულებამ კი 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86% სწორედ ირანზე მოდიოდა, 8% ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე. სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როცა საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, ანუ საქართველოს ბაზარზე ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა. შარშან საქართველოში 128,7 ათასი ტონა ბიტუმის იმპორტი შემოვიდა, ბაზრის 60% -ზე მეტი -82 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია. აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% „სოკარის“ წილია. შარშან ერაყიდან 26 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, რუსეთიდან 7 ათასი ტონა, თურქეთიდან 2 400 ტონა. ირანიდან ბიტუმის იმპორტი წლიურ ჭრილში, 2019-2020 წლებში, 146 ათასი ტონიდან 9100 ტონამდე შემცირდა.

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ნავთობის ბიტუმის წარმოება 17,8% -ით შეამცირა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system