თავში

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი 4%-ით შემცირდა

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი 4%-ით შემცირდა
აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი 4%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა დაახლოებით 7,3 მილიონი ტონა ნავთობი დააექსპორტა (კონდენსატთან ერთად). აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით აქედან 6,9 მილიონი ტონა მოდის კონსორციუმზე, ხოლო 370 ათასი ტონა SOCAR– ის წილია.  მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტის მიწოდება (კონდენსატთან ერთად), 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 320 ათასი ტონით, ანუ 4% -ით.

აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შეადგინა 810,3 მილიონი მანეთი, რაც 13% -ით ნაკლებია, გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე. დროის ამავე პერიოდში აზერბაიჯანმა 91 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობპროდუქტები დააექსპორტა. მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში ქვეყანამ აწარმოა 108 ათასი ტონა ბენზინი ნავთობქიმიკატებისთვის, 103,5 ათასი ტონა ნავთი, 8,9 ათასი ტონა მაზუთი, 64,9 ათასი ტონა ნავთობის კოქსი. ნავთობქიმიკატების ბენზინის წარმოება გაიზარდა 64.9% -ით, ნავთობის კოქსის კი - 9.3% -ით, ხოლო ნავთის წარმოება შემცირდა 29.4% -ით, მაზუთისა კი 67.8% -ით. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია. იანვარ-მარტში მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს მოაწოდა 43 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, რომლის ღირებულება 20,1 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა. ეს კი 1.8-ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

შეგახსენებთ, აპრილის პირველ დღეებში შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასები გაიზარდა.  აპრილის დასაწყისში OPEC-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მაისიდან თანდათანობით გაზრდიან ნავთობის წარმოების მოცულობებს. სანავთობო ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდას ხელი შეუწყო აშშ-ს გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა და ასევე საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IAE) - 29 წევრი ქვეყნისა და ევროკომისიის ენერგეტიკის პოლიტიკის მრჩეველი - მიერ 2021 წლისათვის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვამ.

უახლოეს პერიოდში ნავთობის ბაზრის მოლოდინები გაუმჯობესებულია. წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ. კომპანია "SOCAR Trading SA" (SOCAR-ის სავაჭრო შვილობილი კომპანია) ელოდება, რომ 2021 წელს ნავთობის ფასი 80 დოლარამდე გაიზრდება ბარელზე, ხოლო შემდეგი 18–24 თვის განმავლობაში - 100 დოლარზე მეტი იქნება ბარელზე. ასე ფიქრობს კომპანიის მთავარი სავაჭრო დირექტორი ხაიალ აჰმედზადე. 

2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა. 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია. 2020 წლის მარტის შემდეგ, WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს პირველად 2021 წლის იანვარში გადააჭარბა .

სპეციალისტების ეჭვობენ, რომ ევროპაში შეზღუდვების გამკაცრების დაწყების გამო მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ნავთობზე მოთხოვნა შემცირდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system