თავში

ნავთობის საერთაშორისო ფასი იზრდება

ნავთობის საერთაშორისო ფასი იზრდება
ნავთობის საერთაშორისო ფასი იზრდება

აპრილის პირველ დღეებში შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასები გაიზარდა და 16 აპრილისთვის Brent–ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $66.8 შეადგინა, ხოლო WTI–ს ტიპის ნავთობის ფასი კი $63.1 იყო. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის რეგიონული ბაზრის განახლებულ მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, აპრილის დასაწყისში OPEC-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მაისიდან თანდათანობით გაზრდიან ნავთობის წარმოების მოცულობებს. 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ნავთობის ფასების ზრდას ხელი შეუწყო აშშ-ს გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა და ასევე საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IAE) - 29 წევრი ქვეყნისა და ევროკომისიის ენერგეტიკის პოლიტიკის მრჩეველი - მიერ 2021 წლისათვის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვამ.

უახლოეს პერიოდში ნავთობის ბაზრის მოლოდინები გაუმჯობესებულია. წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ. კომპანია "SOCAR Trading SA" (SOCAR-ის სავაჭრო შვილობილი კომპანია) ელოდება, რომ 2021 წელს ნავთობის ფასი 80 დოლარამდე გაიზრდება ბარელზე, ხოლო შემდეგი 18–24 თვის განმავლობაში - 100 დოლარზე მეტი იქნება ბარელზე. ასე ფიქრობს კომპანიის მთავარი სავაჭრო დირექტორი ხაიალ აჰმედზადე.

ნავთობის გაძვირების გამო გაძვირდა საწვავიც. ბოლო სამ თვეში საქართველოს ბაზარზე საწვავი 60 თეთრითაა გაძვირებული. საქართველოში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა. 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია. 2020 წლის მარტის შემდეგ, WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს პირველად 2021 წლის იანვარში გადააჭარბა .

სპეციალისტების ეჭვობენ, რომ ევროპაში შეზღუდვების გამკაცრების დაწყების გამო მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ნავთობზე მოთხოვნა შემცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system