თავში

ბაქო-თბილისი-ბაქოს ავიამიმართულებაზე რეისები დღეიდან განახლდა

ბაქო-თბილისი-ბაქოს ავიამიმართულებაზე რეისები დღეიდან განახლდა
ბაქო-თბილისი-ბაქოს ავიამიმართულებაზე რეისები დღეიდან განახლდა

ბაქო-თბილისის ავიამიმართულებაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-მა პირველი რეისი დღეს შეასრულა.  ფრენა ბაქოდან 07:00 საათზე შესრულდა. თვითმფრინავი შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის დროით 10:10 საათზე გაემგზავრა და 11:10 საათზე ბაქოში დაეშვა. 

Buta Airways-ს ფრენებს ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით შეასრულებს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას. 

მგზავრები ბორტზე დაიშვებიან ბოლო 48 საათის განმავლობაში PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენისთანავე. 

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს 21 მარტიდან ავიაკომპანია AZAL-იც დაიწყებს. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ის განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ: სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.

ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის სიხშირის ზრდას ელიან. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

საქართველოს თებერვალში ჯამში 42 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათი უმეტესობა 40 516 საერთაშორისო ვიზიტორი იყო.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system