თავში

ჩინეთთან საქართველოს მაღალი უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს

ჩინეთთან საქართველოს მაღალი უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს
ჩინეთთან საქართველოს მაღალი უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა სამეულშია. მასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის განმავლობაში 1 185.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. საქართველომ ჩინეთიდან ბევრად მეტი პროდუქცია შემოიტანა იმპორტზე, ვიდრე თავად გაყიდა ჩინეთში ექსპორტზე. ანუ ჩინეთთან ვაჭრობაში საქართველოს საკმაოდ მაღალი უარყოფითი სავაჭრო სალდო უფიქსირდება. 2020 წელს ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 476 269.9 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი საქართველოში 708 747.1 ათას დოლარს უტოლდება.

გასულ წელს საქართველო ჩინეთში ყველაზე მეტი რაოდენობით სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების დაექსპორტება მოახერხა. ჩინეთის ბაზარზე შარშან გატანილი იქნა 393 614.4 ათასი დოლარის ღირებულების სპილენძი.

შარშან ჩინეთის ბაზარს საქართველომ მიაწოდა 13 245.4 ტონა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, რომლიდანაც ქვეყანამ 38 886.8 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

შარშანვე საქართველოდან ჩინეთში დაექსპორტდა 13 269.4 ათასი დოლარის ღვინო.

მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების ექსპორტით საქართველომ ჩინეთიდან შარშან მიიღო 9 240.2 ათასი დოლარის შემოსავალი.

გასულ წელს საქართველო ჩინეთის ბაზარზე გაიტანა 3 041.7 ტონა დაუმუშავებელი ალუმინი, რომლისგანაც ქვეყანამ 4 434.4 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება, ჩინურ იმპორტს საქართველოში, საქართველოს ბაზარზე შარშან ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული ბრტყელი ნაგლინი, რომლის ჩინურ იმპორტში ქვეყანამ გადაიხადა 27 418.3 ათასი დოლარი.

ჩინეთიდან იმპორტირებულ რეზინის პნევმატურ სალტეებსა და საბურავებში მთელი 2020 წლის განმავლობაში საქართველოს გადახდილი აქვს 22 615.2 ათასი დოლარი. 

გასულ წელს ჩინეთიდან შემოტანილ გამომთვლელ მანქანებსა და მათ ბლოკებში საქართველომ გადაიხადა 19 566.8 ატასი დოლარი.

ჩინურ სატელევიზიო კავშირისათვის საჭირო მიმღებ აპარატურაში 2020 წლის განმავლობაში ჯამი დახარჯულია 13 742.1 ათასი დოლარი.

13 375.9 ათასი დოლარი დაუჯდა საქართველოს ჩინური ნათურებისა და გამანათებელი მოწყობილობების იმპორტი. 

პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანაში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა.

2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system