თავში

დღეიდან ლატვიას შორის ავიამიმოსვლა განახლდება

დღეიდან ლატვიას შორის ავიამიმოსვლა განახლდება
დღეიდან ლატვიას შორის ავიამიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დღეიდან განახლდება. 

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენები უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და „airBaltic“-ი ამაზე ჯერ კიდევ 28 ივლისს შეთანხმდნენ.

ავიაკომპანია რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით შესრულდება. ავიარეისების განრიგი ასეთია:

რიგა - თბილისი, 20 აგვისტომდე - ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);

თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით - ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);

რიგა - თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;

თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;

ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ცნობისთვის, რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 

2 აგვისტოდან, მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system