თავში

ფერმერებს სასაკლაოების მომსახურება გაუძვირდათ

ფერმერებს სასაკლაოების მომსახურება გაუძვირდათ
ფერმერებს სასაკლაოების მომსახურება გაუძვირდათ

2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის დასაწყისისთვის სასაკლაოების მომსახურება 11.4 ლარიდან 24.9 ლარამდე მერყეობდა, 2021 წლისთვის სერვისის მინიმალური ფასი 1.8 ლარითაა გაძვირებული, ხოლო მაქსიმალური ტარიფი 4.2 ლარითაა გაზრდილი.

საქართველოში 101 სასაკლაო ფუნციონირებს და მათში 844 ადამიანია დასაქმებული.  როგორც საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან ირკვევა, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოს 101-მა სასაკლაომ მომსახურება გაუწია 8.0 ათას პირს, საიდანაც 29.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. 

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 29.1 ლარი, ცხვრის ან თხის - 13.2 ლარი, ხოლო ღორის - 25.7 ლარი.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ  100 სასაკლაოში მომსახურება გაეწია 6.7 ათას პირს, საიდანაც 38.7 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე სასაკლაოების მომსახურების საშუალო ფასი შეადგენდა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 27.6 ლარი, ცხვრის ან თხის - 12.1 ლარი, ხოლო ღორის - 25.1 ლარი.

2020 წლის III კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი 99 სასაკლაო  მოემსახურა 6.8 ათას პირს, საიდანაც 35.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენდა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 26.6 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.6 ლარი, ხოლო ღორის - 25.0 ლარი.

2020 წლის II კვარტალში  ქვეყანაში მოქმედ 84 სასაკლაოში მომსახურება გაეწია 6.5 ათას პირს, საიდანაც 25.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ამ პერიოდისთვის ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენდა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 26.0 ლარი, ცხვრის ან თხის – 10.9 ლარი, ხოლო ღორის – 23.9 ლარი.

2019 წელს ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენდა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 11.4 ლარი, ხოლო ღორის - 22.4 ლარი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system