თავში

ფულის გათეთრებისთვის ფინანსური სუბიექტები ჯამში 584 000 ლარით დაჯარიმდნენ

ფულის გათეთრებისთვის ფინანსური სუბიექტები ჯამში 584 000 ლარი
ფულის გათეთრებისთვის ფინანსური სუბიექტები ჯამში 584 000 ლარით დაჯარიმდნენ

პანდემიურ წელს, 2020-ში, ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისთვის ფინანსური სუბიექტი ჯამში 584 000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის მოცულობით კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩევიან. საუბარია საქართველოში მოქმედ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე. როგორც ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშიდან ირკვევა, 2020 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენელი. აქედან 10 სუბიექტის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.

ჯარიმების მოცულობა სექტორები მიხედვით ასეთია:

  • კომერციული ბანკები - 276 000 ლარი;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 271 000 ლარი;
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 21 000 ლარი;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 16 000 ლარი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მათი საგამოძიებო სამსახური საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით, ხელს უწყობს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრედიკატული დანაშაულების გამოძიებას ქვეყანაში და აქტიურად მონაწილეობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა და რისკების შეფასების ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, Moneyval 1997 წელს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ინიციატივით შეიქმნა. კომიტეტის მიზნად განისაზღვრა ფულის გათეთრების წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმებთან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ეროვნული სისტემების შესაბამისობის შეფასება.

საქართველო ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის წევრი1999 წლიდანაა. სადღეისოდ Moneyval-ი 30 წევრს აერთიანებს.

საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობა მკაცრდება.

გაფართოვდა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით.

იცვლება სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესიც. პირმა, რომელიც აფუძნებს სათამაშო ბიზნესს, ფულის წარმომავლობა უნდა დაადასტუროს.როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, კანონპროექტის მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა(სებ-მა) კომერციული ბანკი/ბანკები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის 726,000 ლარით დააჯარიმა. ბანკებთან ერთად დაჯარიმდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებიც და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიც. სულ შემოწმდა საფინანსო სექტორის 61 წარმომადგენლი, მათ შორის საგადახდო მომსახურების 9 პროვაიდერი, რომლის ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ 1 698 800 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო“ 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭო იწონებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ეფექტურობას საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system