თავში

გაიხსნება თუ არა სეზონი საქართველოს ზამთრის კურორტებზე

​გაიხსნება თუ არა სეზონი საქართველოს ზამთრის კურორტებზე
გაიხსნება თუ არა სეზონი საქართველოს ზამთრის კურორტებზე

"ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნა კლიმატსა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,"- ასეთია "მთის კურორეტბი განვითარების კომპანიის“ პასუხი report.ge-ს კითხვაზე, როდიდან მიიღებენ დამსვენებლებს საქართველოს ზამთრის კურორტები.

როგორც კომპანიაში ამბობენ, კურორტებმა სეზონისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყეს. ბაკურიანში მოეწყო  სამი ახალი საბაგირო, კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი აღიჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, მომზადდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას. პროექტს „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ახორციელებს ევროპელ პარტნიორებთან TAS by MND, Stem და Wucher Helicopter-თან ერთად. 

"მთის კურორეტბი განვითარების კომპანიაში" report.ge-ს განუმარტეს, რომ ბაკურიანში მოწყობილი სამი ახალი საბაგირო არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე საათში 5400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. საბაგიროები არის ინოვაციური, უახლესი მოდელი მთელს რეგიონში, მიწისქვეშა ფარეხებით. 

მათივე განმარტებით, ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოში დაინერგა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებული მეთოდები ზვავების ეფექტური მართვის, როგორიცაა GAZEX, DaisyBell და Secubex. 

კომპანიაში გვითხრეს, რომ პირველად ამიერკავკასიაში სწორედ საქრთველო ნერგავს სისტემას, რომლითაც შესაძლებელია ზვავების ხელოვნურად გამოწვევა და მათი მართვა ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო სისტემებით. 

მათივე ცნობით, 2020-2021 და 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე კობი-გუდაურის სასრიალო არეალზე ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვასა და ზვავების რისკის მონიტორინგს განახორციელებს კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, PIDA-თი გაწერილი და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხოლო 2022 წლის შემდგომ ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვას გადმოიბარებს მთის კურორტების განვითარების კომპანია.

report.ge-ს კითხვაზე, რამდენად მოსალოდენლია, ბაკურიანი-გუდაურის დამსვენებლებს შარშანდელის მსგავსად წყლის პრობლემა წელსაც შეექმათ, კომპანიაში გვთხრეს, რომ ამის პრევენციაზე მთვრობა მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ამჟამად გუდაურში კონტროლდება ხელოვნური რეზერვუარის წყლის დონე. 

"ეს რეზერვუარი უზრუნველყოფს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილად მუშაობას.  ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა 96 000 ტონაა. ვიმედოვნებთ, რომ ნალექის სიმცირის გამო დამსვენებლებს დისკომფორტი აღარ შეექმნებათ," - განმარტავენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში. 

ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემა ახლდება. პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

სათხილამურო აბონემენტების წლევანდელი ფასები ცნობილია.

შეგახსენებთ, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. ის ბაკურიანში ჩატარდება. მანამდე კი, გაისად, 2021 წლის თებერვალში, მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-ში, ბაკურიანში ჩატარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system