თავში

"განახლებული რეგიონებზე“ ტენდერები თვის ბოლომდე გაიხსნება

"განახლებული რეგიონებზე“ ტენდერები თვის ბოლომდე გაიხსნება
განახლებული რეგიონებზე“ ტენდერები თვის ბოლომდე გაიხსნება

"2 კვირის განმავლობაში, 10 რეგიონში ჩავატარეთ სხდომები, რომელსაც კომისიის წევრები ესწრებდნენ სრული შემადგენლობით - ადგილობრივი თვითმართველობის პირველი პირები, მერები, რწმუნებულები, ყველა შესაბამისი სამსახურისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთი მაღალი ჩართულობა განპირობებულია იმით, რომ პროგრამას „განახლებული რეგიონები“ სჭირდება ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„რაც შეეხება წინა კვირაში ატეხილ ქარიშხალს ჭიქაში. რეალურად, ტენდერები სრულყოფილად გამოცხადდა, ერთადერთი მუხლიქმნიდა მისი ორაზროვანი აღქმის, ერთგვარი ინტერპრეტაციისსაფუძველს. აქედან გამომდინარე,მოხდა დაზუსტდება, 15-დან 5 ტენდერიშეწყდა და შესწორების შემდეგ გამოცხადდა ხელახლა, დანარჩენი 10 კი მიმდინარე მდგომარეობაშია. რაც შეეხება რეგიონებში შერჩეულ სარეაბილიტაციოარეალებს,ყველა მუნიციპლიტეტში დამტკიცდა შესაბამისი ლოკაციები. ძირითადად, გაკეთდება რეკრეაციული სივრცეები, რაზეც არის ყველაზე დიდი მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობისგან, ესაა სკვერები, პარკები და მსგავსი ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე ტენდერებიდან ერთი ნაწილი 25 მაისს გაიხსნება, მეორე ნაწილი კი - 27 მაისს. შესაბამისად, დაახლოებით 1 თვეა განსაზღვრული იმისათვის, რომ გამარჯვებულმა კომპანიებმა პირველადი კონცეფციები წარმოადგინონ და უკვე ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება.

„საკმაოდ მასშტაბური პროექტებია და აქედან გამომდინარე, ეს არის კარგი გამოცდილების თვალსაზრისით, რაც დეცენტრალიზაციის ჭრილში, ადგილობრივი თვითმართველობისთვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კომისიამ გადაწყვიტა, რომ სიღრმისეული ურბანული განახლების პროექტები განხორციელდეს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, წყალტუბო, ვანი, რაც ამ 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში ყველგან შექმნის შემდგომი განვითარების საფუძველს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„განახლებული რეგიონების“ პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა.

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system