თავში

ქართულ საწარმოთა მეოთხედი მარკეტინგისთვის სოციალურ მედიას იყენებს

ქართულ საწარმოთა მეოთხედი მარკეტინგისთვის სოციალურ მედიას იყენებს
ქართულ საწარმოთა მეოთხედი მარკეტინგისთვის სოციალურ მედიას იყენებს

საქსტატმა საწარმოების მიერ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი გამოიკვლია.

აღმოჩნდა, რომ 2019 წელს საწარმოთა 94.0 პროცენტს, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 26.8 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 63.6 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. 

სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (25.1 პროცენტი), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (22.9 პროცენტი).

შეგახსენებთ, კიორონავირუსის პრევენციის გამო დისტანციურ მუშაობაზე იძულებით გადასული ბიზნესი სარეკლამო სტრატეგიას ცვლის. პიარტექნოლოგების შეფასებით, ონლაინ მედიის როლის გაძლიერებას ხელი პოანდემიამ კიდევ უფრო შეუწყო და სატელევიზო რეკლამის მიმართ ინტერესი განელდა. შარშან სატელევიზიო შემოსავლებს, წინა წელთან შედარებით, 7,7 მლნ ლარი დააკლდა. 

ელდარ პირმისაშვილი ამის მიზეზად სოციალური მედიის გააქტიურებასთან ერთად, პოლიტიკური ფაქტორის გავლენასაც მიიჩნევს და ამბობს, რომ ტელევიზიების შემოსავლები ძირითადად არჩევნების პერიოდში მატულობს. 

ცნობისთვის, 2020 წლის მეორე ნახევარში სატელევიზიო სივრცემ რეკლამისთვის მიმზიდველობა დაიბრუნა. მართალია, ბოლო თვეების განმავლობაში ბიზნესი სოციალურ ქსელებზე მეტი აქტიურობით გამოირჩეოდა, ვიდრე ტელევიზიებში, თუმცა მეტი ეფექტიანობის მიზნით, ტელერეკლამებმა კვლავ დაიბრუნა ძველი მაღალი ნიშა. ელდარ პირმისაშვილის პროგნოზით, რითეილი ბაზარი სარეკლამო სივრცეში აქტიურობას მომავალშიც გააგრძელებს. ეს ტრენდი, მისი ვარაუდით, მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება, რადგან ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, ბიზნესს მეტი მოგება აქვს, ვიდრე სხვა დარგებს და ამ მხრივ ცვლილება ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით,2020 წლის III კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ეთერში გასული რეკლამის ჯამური დრო 21%-ით, ხოლო ჯანმრთელობისა და სილამაზის კატეგორიის რეკლამისთვის დათმობილი დრო 174%-ით გაიზარდა. სატელევიზიო რეკლამებისთვის დათმობილი დროის კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზე, 621 საათი, სასმელების სეგმენტს უჭირავს. შემდეგია ჯანმრთელობა და სილამაზე - 461 საათი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system