თავში

ლარის გაუფასურება ყველა ტიპის ბიზნესს თანაბრად აზარალებს

ლარის გაუფასურება ყველა ტიპის ბიზნესს თანაბრად აზარალებს
ლარის გაუფასურება ყველა ტიპის ბიზნესს თანაბრად აზარალებს

მცდარია მოსაზრება, თითქოს ლარის დევალვაცია პრობლემას უქმნის მხოლოდ იმპორტიორებს. მათი განმარტებით, სინამდვილეში, ზარალდება ყველა, რადგან ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, შესაბამისად, მცირდება კომპანიების შემოსავლები, უარესდება ფინანსური უწყისები, უარესდება ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები და სხვა.

ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებასა და შიდასავალუტო ბაზარზე შექმნილ არასტაბილურ კონიუნქტურას.

მათი განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას. ლარის დევალვაცია, განსაკუთრებით განგრძობითი ხასიათის, რასთანაც გვაქვს საქმე ბოლო წლების განმავლობაში, აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას: ასეთ დროს მცირდება მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია და სხვა.

შეგახსენებთ, არსებობს მოსაზრება, რომ ლარის გაუფასურებით ექსპორტის სარგებელი იზრდება შემდეგი ლოგიკით: ექსპორტიორები გაყიდულ პროდუქტში იღებენ დოლარს, რომლის მსყიდველობითი უნარი საქართველოში ლარის გაუფასურების ფონზე მაღალია, რაც ექსპორტიორებს შემოსავლებს უზრდით.

შეგახსენებთ, ლარი ორი დღეა მკვეთრად უფასურდება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4000 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.0137 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (12:00 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3550 ლარად ივაჭრება.

გაუფასურების პიკის შემდეგ, ექსპერტები ამ დღეებში ლარის გამყარებას პროგნოზირებენ.

შეგახსენებთ, მთავრობას ლარის კურსისადმი მეტ ყურადღებას სთხოვენ.

ხელისუფლება კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს და ლარის დაცემას პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ ცდილობს მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას, იკითხეთ report.ge. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system