თავში

ყარაბაღში ტურიზმის განვითარების სტრატეგია მზადაა

ყარაბაღში ტურიზმის განვითარების სტრატეგია მზადაა
ყარაბაღში ტურიზმის განვითარების სტრატეგია მზადაა

აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო (GAT) ავითარებს სხვადასხვა კონცეფციებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქ შუშასა და ზოგადად ყარაბაღში ტურიზმის განვიტარების ერთგვარი გზამკვლევია. ამის შესახებ GTA– ს თავმჯდომარემ, ფუად ნაგიევმა, განაცხადა. ამ ეტაპზე დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტს დოკუმენტი უკვე წარუდგინეს. უახლოეს მომავალში დოკუმენტი გასაჯაროვდება. 

აზერბაიჯანი წელს ყარაბაღში სამი აეროპორტის ასაშენებლად 1.3 მლრდ დოლარს დახარჯავს. აეროპორტები ფიზულში, ლაჩინსა და ზანგილანში აშენდება. 

"ყველა მათგანი საერთაშორისო აეროპორტი იქნება და საშუალებას მისცემს უცხოელებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც თავისუფლად იმოგზაურონ ქალაქ შუშაში. სავარაუდოდ, ფიზულის აეროპორტი მზად იქნება ამ წლის შემოდგომაზე", - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაახლოებით ერთი თვის წინ. 

ცნობისთვის, ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ. ყარაბაღში საქმის წამოწყების სურვილს გამოთქვამენ ძირითადადა თურქეთის, რუსეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ყაზახეთის, ინვესტორი კომპანიები.

თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაზე საქართველოც  მოიხმო. მისი შეფასებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც თურქეთს, ისე ირანს, და მომავალში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს, შეუძლია, შეუერთდეს ამ პლატფორმას", - აღნიშნა ალიევმა.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system