თავში

რა ღირს ქართული წარმოების თევზი

რა ღირს ქართული წარმოების თევზი
რა ღირს ქართული წარმოების თევზი

2019 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) 9.6 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 7.8 ლარი, თეთრი ამურის - 6.3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4.0 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის - 24.9 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 16.1 ლარი. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ აკვაკულტურის მეურნეობების კვლევაში.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია თევზის საშუალო წლიური ფასები ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) თევზის სახეობების მიხედვით 2017-2019 წლებში:

შეგახსენებთ, საქართველოში აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება გაზარდეს.  ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 4 503.1 ჰექტარი შეადგინა.

თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 30.3 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურია - 10.1 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.4 პროცენტი მოდის.

ცნობისთვის, წყლის ორგანიზმების (თევზი, მოლუსკები, კიბოსნაირები და წყლის მცენარეები) მოშენება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირდება. 25 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 20 წლამდე ვადით. აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება. კანონპროექტი ამოქმედება 2021 წლიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system