თავში

რა ღირს საწვავი რეგიონში

რა ღირს საწვავი რეგიონში
რა ღირს საწვავი რეგიონში

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, მარტის თვის შუა რიცხვების პერიოდში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,23 ევროს/ლიტრაზე. მათივე განმარტებით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

რაც შეეხება სამეზობლოს, აზერბაიჯანში  A-95 მარკის ბენზინის ფასი 0,62 ევროა, A-98 მარკის ბენზინი - 0,69 ევროს უტოლდება; A-92 მარკის ბენზინი 0,50 ევრო ღირს, დიზელის საწვავი კი -  0,40 ევრო;

სომხეთში  1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,63 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,69 ევროს , A-92 მარკის ბენზინი - 0,61 ევროს, დიზელის საწვავი - 0,59 ევროს;

უკრაინაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი  0,88 ევროა, A-98 მარკის ბენზინი - 0,92 ევრო, A-92 მარკის ბენზინი - 0,852 ევრო, დიზელის საწვავი - 0,86 ევრო;

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი  0,75 ევროს უტოლდება, A-98 მარკის ბენზინი - 0,81 ევროს, დიზელის საწვავი - 0,68 ევროს;

მოლდავეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასია 0,92 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,96 ევრო, A-92 მარკის ბენზინი - 0,91 ევრო, დიზელის საწვავი - 0,77 ევრო.

რაც შეეხება საწვავის ფასს საქართველოში, ბოლო დროს საწვავი ქვეყანაში შეუქცევადად ძვირდება. ბოლოს 2 თეთრით საწვავი გუშინ გაძვირდა. 3 თეთრიღა აკლია, რომ საწვავმა შიდაბაზარზე მიაღწიოს 2.71 ლარსს, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ნიშნულია. ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. 

საქართველოში საწვავის ამჟამინდელი ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართებში იხილეთ ქვემოთ:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system