თავში

რამდენად რეალურია ივნისიდან ცხოვრება ძველებურ რეჟიმში

რამდენად რეალურია ივნისიდან ცხოვრება ძველებურ რეჟიმში
რამდენად რეალურია ივნისიდან ცხოვრება ძველებურ რეჟიმში

დარჩენილი შეზღუდვების ორ კვირაში მოხსნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მთავრობა ამისთვის თითქმის მზად არის. თვის ბოლოს, სავარაუდოდ, ,,კომენდანტის საათი" გაუქმებაზე იმსჯელებენ, თუკი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება, შეზღუდვები მოიხსნება. როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის  ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, კერძო სექტორისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება ნამდვილად სასიცოცხლოდ საჭიროა, რადგან ბიზნესმა ძალების აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს.

„შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და ივნისიდან სავარაუდოდ, დარჩენილი რეგულაციებიც გადაიხედება. ამას უნდა შენარჩუნება, წესების მაქსიმალური დაცვა. ყველა ძალიან კარგად ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილე. ბიზნსის სწრაფად აღდგენა ბევრი რამეზეა დამოკიდებული. მათ შორისაა, ვაქცინაციის სიჩქარე და ასევე, შემომსვლელ ქვეყნებშიც რამდენად სწრაფად წავა აცრის პროცესი. გარკვეული პოზიტიური დინამიკა იქნება ტურიზმშიც. საცალო გაყიდვების მაღაზიებისთვის, რესტორნებისთვის, კომენდანტის 23:00 საათამდე გადაწევა, რაც გადაწყდა, არის ძალიან მნივნელოვანი. რესტორნების და მაღაზიების დიდი ნაწილი 23:00 საათზე ისედაც იკეტებოდა და პრობლემა არ უნდა იყოს. დისციპლინირებულები უნდა ვიყოთ, რომ მალე ეს შეზღუდცაც მოიხსნას,  მალე დადგება ეს დროც“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე report.ge-თან. 

შეზღუდვების მოხსნას ნაწილობრივ ეთანხმება დეპუტატების ნაწილიც. კერძოდ, დეპუტატ ლადო კახაძის მოსაზრებით, შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიის დაბალი მაჩვენებლის პირობებში ყოველთვის შეიძლება.

„ყველაფერი დამოკიდებულია კორონავირუსის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე. თუკი დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირდება და არა ასობით და მეტი, ცხადია, შეზღუდვებიც მოიხსნება. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცა მეტი შესაძლებლობაა, რომ ივნისიდან თანდათან დაიწყოს ქვეყანამ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება. შემდგომი ეტაპი იქნება მუზეუმები და ნაკრძალები, სავარაუდოდ, ღია სივრცეში ნიღბის ტარების რეგულაციაც მოიხსნება. მთავარია, არ გავთამამდეთ და ვისწავლოთ, როგორ შეიძლება ვირუსთან თანაცხოვრება, რაც შეიძლება სიფრთხილე გამოვიჩინოთ", - ამბობს დეპუტატი report.ge-თან.

დაწესებული აკრძალვების მოხსნის ალბათობას ამყარებს ის არგუმენტიც, რომ კორონავისრუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება, რეალურად აღარ არის ფული, რითაც შეიძლება მთავრობა ლოქდაუნის პერიოდში მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს.

ცნობისთვის, შეზღუდვები დიდწილად მოიხსნა, მაგრამ მათი ნაწილი ისევ რჩება ძალაში, რაც განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიას უქმნის პრობლემას.

სახმელეთო საზღვრების გახსნა ზაფხულისთვის განიხილება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა შეზღუდვების შემსუბუქების მესამე ეტაპზე იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system