თავში

რამდენად სწორი იქნება სესხებზე 200,000-ლარიანი ჭერის გაუქმება

რამდენად სწორი იქნება სესხებზე 200,000-ლარიანი ჭერის გაუქმება
რამდენად სწორი იქნება სესხებზე 200,000-ლარიანი ჭერის გაუქმება

„მე რამდენადაც ვიცი, 200,000-ლარიანი ჭერის ჩამოწევა არ განიხილება და თუ მოხდა, ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ლარიზაციის პოლიტიკა ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს. გვენეტაძე განმარტავს, რომ ლარზე უარყოფით გავლენას ახდენს პანდემია და პანდემიის გამო შემცირებული სავალუტო შემოდინებები.

შეგახსენებთ, ფიზიკურ და იურიდულ პირებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება 2019 წლიდან აეკრძალათ. ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ცვლილება უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობისგან მოსახლეობისა და ბიზნესების დაცვას ისახავს მიზნად. საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა 2017 წლის იანვარში დაამტკიცა. შედეგად, 200 000 ლარამდე სესხების გაცემა ბანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა.

ფინანსისტების შეფასებით, ლარიზაციის შერბილება, თუნდაც დროებითი, სავალუტო ბაზარზე ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. მათი განცხადებით, ასეთი ზედაპირული, ცალმხრივი მიდგომა ეკონომიკურ გარემოს დააზარალებს. ასე ფიქრობს ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, ლარიზაციის უფრო მეტად გამკაცრება ეკონომიკური გაჯანსაღების მხრივ დადებით გავლენას მოახდენს და ამ მიმართულებით უფრო შესაძლებელია მივიღოთ ზომები, ვიდრე პირიქით, ლარიზაცია შემსუბუქდეს და ამან სავალუტო ბაზარზე ნეგატიური პროცესები გაღრმავდეს.

საბანკო სექტორი ითხოვს შემსუბუქდეს ლარიზაციის პროცესისთვის გადადგმული შეზღუდვები, რაც მოკლევადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. მოთხოვნილია 200 ათას ლარიანი ჭერის შემცირება და სავალუტო მოზიდვაზე რეზერვის მოთხოვნის შემსუბუქება. რაც შეეხება, დოლარიზაციის დონეს, ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2016-2020 წლებში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა. მათივე განმარტებით, დედოლარიზაცია და ლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელია, თუმცა ადვილი შესასრულებელი არაა. სებ-ის განმარტებითვე, დედოლარიზაციის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული.

საქართველოს პირველი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამტკიცებს, რომ ასეთ დროს გაცვლითი კურსის ჭარბ გაუფასურებას, ე.წ. "ოვერშუთინგს", შემდეგ გაცვლითი კურსის კვლავ შემოტრიალება მოყვება, რასაც, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციებისათვის მზადყოფნაც დაეხმარება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დედოლარიზაციის პოლიტიკის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მსგავსი შოკების დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system