თავში

რამდენი არასრულწლოვანი მიიღებს 200-ლარიან დახმარებას

რამდენი არასრულწლოვანი მიიღებს 200-ლარიან დახმარებას
რამდენი არასრულწლოვანი მიიღებს 200-ლარიან დახმარებას

საქართველოში 880 ათას 375 არასრულწლობანი მოქალაქეა რეგისტრირებული და ყველა მათგანი მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრის პირველ ნახევარში. მთავრობას ამისთვის დაახლოებით 176 075 000 ლარის გაღება მოუწევს(880 375 მოქალაქის ნამრავლი 200 ლარზე).

თანხის ზუსტი ოდენობის დასახელება report.ge-სთვის ამ ეტაპზე რთულია, რადგნა საქსტატის დემოგრაფიული პორტალზე 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 880 375 არასრულწლოვანი ჰყავს და ჯერ საჯარო არაა, რამდენი მოქალაქე დაიბადა 2020 წლის 7 თვეში.

18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა ასაკობრივი გადანაწილება ასე გამოიყურება:

შეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა. ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება. დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა და განცხადების გაკეთება იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system