თავში

რატომ დაეხმარა მთავრობა "აგარის შაქარს"

რატომ დაეხმარა მთავრობა "აგარის შაქარს"
რატომ დაეხმარა მთავრობა აგარის შაქარს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს განუმარტა, რომ მართვის ის სისტემები, ის დანადგარები, რომელიც აგარის შაქარს აქვს, კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ იაფ შაქარს.

"აგარის შაქარი" ჩვეულებრივ, კონკურენტულ გარემოში ვერ არის რენტაბელური ბიზნესი. ეს არის ფაქტი, ის მართვის სისტემები, ის დანადგარები, რომელიც აგარის შაქარს აქვს, კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ იაფ შაქარს. ან იყო ამოცანა, რომ სახელმწიფომ წლები უნდა ასუბსიდიროს, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადობა აბსოლუტურად არ აქვს, ან მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა უბრალოდ სასურსათო უსაფრთხოებიდან და მომარაგებიდან, სამუშაო ადგილების შექმნიდან, გაზის ფასის კლებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა მისი ამუშავება. იქ 400-500 სამუშაო ადგილია და ჩვენ ამით პირველ რიგში ვართ დაინტერესებული", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება.  შარშან, საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით გაზრდის.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით, შესაძლებელია, შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდეს.

მთავრობამ "აგარის ქარხნის" წარმოების მხარდაჭერა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში დააანონსა.

კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system