თავში

როგორ გავიდა ქართული სტარტაპი მსოფლიო ბაზარზე - “პულსარის” წარმატება

როგორ გავიდა ქართული სტარტაპი მსოფლიო ბაზარზე - “პულსარის” წარმატება
როგორ გავიდა ქართული სტარტაპი მსოფლიო ბაზარზე - “პულსარის” წარმატება

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცენდენტი, რაც “პულსარმა” შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატოროა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა,"  - ამის შესახებ, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, დაჩი ჭოლაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დაჩი ჭოლაძის თქმით, „პულსარის“ გუნდმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია.

„შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან. ვისაუბრეთ ჩვენს ისტორიაზე, როგორ მოვიდა “პულსარი” დაარსებიდან ამ წარმატებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცენდენტი, რაც “პულსარმა” შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატოროა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა. რაღაც მხრივ, „პულსარის“ გუნდმა დაამტკიცა ის, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია და მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრი კარგი გუნდი არსებობს საქართველოში, რომელსაც შეუძლია არა ნაკლები და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი აზრები მოისმინეს, თუ როგორ შეიძლება, რომ ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.

პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი სოფიო ჭყოიძე.

"საკმაოდ დიდი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან და ვისაუბრეთ ყველა იმ განვლილ გზაზე, რაც „პულსარმა“ გაიარა და იმ ეტაპზე, რაზეც ახლა ვართ," - განაცხადა Pulsar AI-ის საოპერაციო დირექტორმა სოფიო ჭყოიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო, ზოგადად „პულსარს“ და იმ გზას, რაც აღნიშნულმა ქართულმა სტარტაპმა გაიარა.

„ასევე ვისაუბრეთ, ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა რა იქნებოდა და შესაბამისად, რა ნაწილში შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც ახლა სახელმწიფო და კერძო სექტორი აკავშირებს“, - განაცხადა ჭყოიძემ.

შპს "პულსარი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარია. 2017-2018 წლებში მათ მოიპოვეს 5000-ლარიანი გრანტი პროტოტიპირებისთვის და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს აღნიშნული პროტოტიპი. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა“ 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ - ჩეთის საშუალებით.

გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი შეიძინა. ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გავიდა. გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ტექნპროდუქტი "სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება. SpinCar-ი საქართველოში Pulsar AI-ის სტარტაპის საქმიანობის ხელშესაწყობად ინვესტირებას გააგრძელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system