თავში

საქართველომ კვერცხის წარმოება შეამცირა

საქართველომ კვერცხის წარმოება შეამცირა
საქართველომ კვერცხის წარმოება შეამცირა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.
საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა 2020 წლის მესამე კვარტალშიც, როცა ქვეყანამ აწარმოა 154.8 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.6 პროცენტით ჩამორჩება.

ცნობისთვის, კვერცხის ქართული წარმოება ზარალზე. ქართველ მწარმოებლებს დემპინგთან გამკლავება კვლავ უჭირთ. საქართველოში კვერცხი, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებული. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში. წლიურად კვერცხი დაახლოებით 6.0%-ით, ხოლო, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2.7 პროცენტით კვერცხზე ფასი გაიზარდა.

საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა. კვერცხის მწარმოებლების ინფორმაციით, ქართულ კვერცხს იმპორტირებულ ანალოგთან კონკურენცია უჭირს. იაფად შემოტანილ იმპორტულ კვერცხს ქართული წარმოება კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოების ტემპი მცირდება.

შეგახსენებთ, შარშან კვერცხი საქართველოში ერთადერთი თვითკმარი პროდუქტი იყო, ანუ კვერცხის ადგილობრვ წარმოებას შეუძლია შიდაბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კვერცხი საქართველოში 4.0 პროცენტითაა გაძვირებულიპროდუქტზე ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი გაზრდილია 9.1 პროცენტით.

კვერცხი ქვეყანაში გაძვირდა 2020 წლის დეკემბერშიც. მაშინ წლიურ ჭრილში პროდუქტზე ფასი 11.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ნოემბერთან შედარებით, კვერცხი 2020 წლის დეკემბერში 4.2 პროცენტით გაძვირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system