თავში

საქართველომ პანდემიისას საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო

საქართველომ პანდემიისას საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9
საქართველომ პანდემიისას საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო

საქართველომ პანდემიისას საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2021 წლის 3 თვის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, აქტიურად გრძელდება მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც მზად არიან საჭიროების შემთხვევაში გამოყონ დამატებითი თანხები, მათ შორის ვაქცინებისთვის.

„თანხის ძირითადი ნაწილი შეადგენს სესხს. გრანტის სახით, ქვეყანამ მიიღო 100 მილიონი ევრო. ჯამში პანდემიიდან გამომდინარე მივიღეთ თანხა, დაახლოებით, 1.9 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი უკვე ჩამორიცხულია, ნაწილიც წლევანდელ ბიუჯეტშია გათვალისწინებული და ეს თანხებიც ჩამოირიცხება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

2021 წლის 30 აპრილისთვის, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი $8 მილიარდ დოლარს, ანუ 27.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 2021 წლის იანვართან შედარებით საგარეო ვალი $215 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ლარში სახელმწიფო საგარეო ვალი 1.89 მილიარდი ლარით გაიზარდა. მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

აპრილის ბოლოსთვის სახელმწიფოს შიდა ვალი 5.87 მილიარდ ლარია. გამოდის, რომ მთლიანობაში საქართველოს შიდა და საგარეო ვალის მოცულობა 33.49 მილიარდი ლარია. ამჟამად სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება და 2021 წლის მოსალოდნელი მშპ-ის, ანუ 53.4 მილიარდი ლარის 62.7%-ს შეადგენს. საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. მათი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system