თავში

საქართველოს აეროპორტები და ავიაცია ფრენების განახლებისთვის მზადაა

საქართველოს აეროპორტები და ავიაცია ფრენების განახლებისთვის მზადაა
საქართველოს აეროპორტები და ავიაცია ფრენების განახლებისთვის მზადაა

"აეროპორტები და ავიაცია ფრენების განახლებისთვის მზადაა," - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტოს 36 კომპანიასთან ჰქონდა კომუნიკაცია და 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ უკვე დაადასტურა მზაობა, პირველი ივლისიდან ეტაპობრივად საქართველოში ფრენები აღადგინონ.

პრემიერთან შეხვედრაზე განხილული იქნა, ტექნიკური დეტალები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდნენ აეროპორტები და რა სტანდარტები უნდა იყოს დაცული როგორც ავიაკომპანიების, ისე ტურიზმის სექტორის მხრიდან.

„ეს გაიდლაინები ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკას, გამოცემული აქვს უკვე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას გაიდლაინები“, – აღნიშნა ლევან კარანაძემ.

შეგახსენებთ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ასოცოაციამ ტურისტებისთვის ახალი პროტოკოლი შეადგინა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრებულია აეროპორტში მგზავრის გასავლელი ეტაპები.

სხვა პროცედურებთან ერთად აუცილებელი იქნევა სტუმრის COVID ტესტირება.

მოუწევთ თუ არა ტურისტებს 14-დღიანი კარანტინის გავლა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან აქ ორმხრივი შეთანხმებაა საჭირო ქვეყნებს შორის.

ცნობისთვის, ტურისტებს მოგზაურობა ახალი პროტოკოლით მოუწევთ. მოგზაურობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა COVID პასპორტის ფლობა იქნება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ცნობით, პირველ ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ დაასახელა ის ქვეყნები, რომლის მთავრობებთან ტურისტების მიღებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები.

მინისტრის თქმითვე, იწყება საფრანგეთთან კომუნიკაციაც ამ საკითხზე.

36 ავიაკომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა გუშინ ამ ავიაკომპანიათა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

მთავრობისთვის დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა პრიორიტეტულია.

უკვე ცნობილია, რომ Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს.

ფრენებს საქართველოში ივნისიდან განაახლებს Turkish Airlines-იც.

მთავრობას ტურიზმის გაიდლაინების პირველი პროექტი მზად აქვს და უსაფრთხო, მწვანე, ზონებისთვის დადგენილი სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

ცნობისთვის, საქართველო მსოფლიო ტურიზმის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის, ხოლო 1 ივლისიდან უცხოელი ვიზიტორების მისაღებად ემზადება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system