თავში

საქართველოს ავტოპარკის მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

საქართველოს ავტოპარკის მხოლოდ 6%-ია დაზღვეული
საქართველოს ავტოპარკის მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

სადაზღვევო ბაზრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სულ 1.2 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან მხოლოდ 93,196-ს, ანუ, 6%-ს, აქვს სადაზღვევო პოლისი. დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა წლიურ ჭრილში 2.5 ათასით შემცირდა, ხოლო ორწლიან ჭრილში 18 ათასითაა გაზრდილი დაზღვეული ავტომობილების ოდენობა.

ცნობისთვის, ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ, რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. ავტოდაზღვევამ შარშან ჯამში 116.7 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 4.6 მილიონი ლარით აღემატება.

რაც შეეხება, ავტოდაზღვევის პრემიების გადანაწილებას სადაზღვეო კომპანიების მიხედვით, ასე გამოიყურება:

ბოლო სამ წელში ავტოპარკში დაზღვეული ავტომობილების წილი 4-დან 7%-მდე გაიზარდა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული ავტოპარკი ჰყავს რეგიონში, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში განახლების საჭიროებაზე მიუთითებს. ანალიტიკოსების განმარტებით, მოძველებული ავტოპარკის არსებობაზე მიუთითებს ტექ-ინსპექტირების შედეგებიც, რადგან პირველად შემოწმებას ძირითადად 10 წლის ზემოთ ასაკის ავტომობილები ვერ გადიან.

ცნობისთვის, საქართველოში ავტომობილის ტექ-ინსპექტირება სავალდებულოა 2018 წლის იანვრიდან, 4-8 წლის მანქანებისთვის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 8 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანებისთვის ყოველწლიურად, 0-4 წლის მანქანებისთვის არ არის სავალდებულო. პირველადი ტექ-ინსპექტირების ვერ გავლის შემთხვევაში, ავტომფლობელს ეძლევა 1 თვიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შენიშვნა. პირველადი ინსპექტირების შედეგებში ხვდება ავტომობილი, რომელიც პირველად გამოცხადდა ტექ-ინსპექტირებაზე და ასევე ავტომობილი, რომელიც დახარვეზებისას მიცემული 1 თვის ვადის გასვლის შემდეგ გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე. ხოლო განმეორებითი ინსპექტირების შედეგებში ხვდება ავტომობილი, რომელიც დახარვეზების შემდეგ 1 თვის ვადაში გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე.

საქართველოს ავტოპარკი 1.38 მლნ ავტომობილს ითვლის.  საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოპარკი აქვს. საქართველოს ავტომპარკის 87% -ზე მეტი 11 წელზე მეტი ასაკის ავტომობიულებზე მოდის. 2017 წლიდან საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებში მცირეწლოვანების, ანუ, ახალი მანქანების, წილი იზრდებოდა. 10 წლამდე მანქანების ოდენობამ ახლადრეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში 80% -საც კი გადააჭარბა, თუმცა წელს ეს დინამიკა შეწყდა. წელს საქართველოს ავტოპარკის 48%-ი 20 წელზე მეტი ასაკისაა. 38%-ი მოდის 11-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილებზე. ავტოპარკის სულ რღაც 7%-ია 7-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილები, ხოლო 4-6 წლის მანქანების წილი საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 4%-ს შეადგენს, 3%-ია სამი წლის ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში.

როგორ ნაწილდება საქართველოს ავტოპარკი ბრენდების და მოდელების მიხედვით, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system