თავში

საქართველოს დერეფანი გაციფრულდება

საქართველოს დერეფანი გაციფრულდება
საქართველოს დერეფანი გაციფრულდება

საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას, ანუ გაციფრულებას, 1000 000 ევრო მოხმარდება. საუბარია დერეფნის გაციფროვნებაზე, რომლის ერთ ერთი მთავარი ელემენტი საბაჟოების ერთიან ციფრულ პლატფორმაზე მუშაობაა. ეს ინიციატივა ცალსახად დადებითად ფასდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების მხრიდან.

"დიდი ხანია საუბარი საქართველოს დერეფნის გაციფროვნებაზე. ამის ერთ-ერთი ელემენტი საბაჟოს ჩართულობაა. ეს აუცილებელია.  წარმოიდგინეთ, საბუთების მოძრაობა დროში დაჩქარდება და გამარტივდება. საბუთები საღვარზე მივა მანამდე, ვიდრე ტვირთი მოძრაობს. ეს მოხსნის სატვირთოების რიგებს და ტვირთის დღეობით მოცდას ქვეყნის საბაჟოებზე, სემცირდება ტვირთის მიწოდების დრო და შემცირდება ხარჯიც. ამგვარი პროცედურები ცენტრალურუი აზიის ქვეყნებში სატესტო რეჟიმში უკვე აამუშავეს. ასე რომ, ეს საშური საქმეა. ასეთივე სისტემაა დასანერგი პორტებშიც. როგორც მე ვიცი, პორტებში საბაჟო პრცედურების გაციფრულებისთვის ამერიკელები გვაძლევენ ფულს. აქ პირველ რიგზია ეს გასაკეთებელი. ასე რომ ეს ნამდვილად საშური საქმეა," - განუცხადა report.ge-ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა პაატა ცაგარეიშვილმა. 

იგივე პოზიციაა აქვთ გადამზიდავებს. მათი თქმით, მიოუხედავად იმისა, რომ საქართველოში საბაჟოებზე ერთი ფანჯრის პრინციპი წლების წინ დაინერგა, ტვირთის შემოწმება-განბაჟება მაინც გართულებულია და დროს საჭიროებს, რის გამოც საბაჟოზე ტვირთის დაყოვნების დრო მინინმუმ 1 დღეს, ხშირად 5 დღესაც კი აღწევს.

"თუ დერეფნის გაციფრულებით შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით გადაიზიდოს ტვირთი ევროკავშირისა და საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებში, ეს ჩვენთვის შეამცირების ტვირთის ადგილზე მიტანის დროს და ხარჯს, რადგან რაც უ8ფრო დიდხანსაა ტვირთი გზაში, მით მეტია ხარჯი. ჩვენი დერეფნის გაციფრულება კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას საზღვარზე," - განუცხადა report.ge-ს გადამზიდავმა, "ტრანს-კაჭო-ოილის" დამფუძნებელმა, გიორგი კაჭახიძემ.

ცნობისთვის, TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულებაც იგეგმება, ანუ ამ დერეფანში ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობები იმოქმედებს. 

შეგახსენებთ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, DCFTA-ით, გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system