თავში

საქართველოს ევრობონდებში ფული ბრიტანელმა, ევროპელმა და აშშ-ის ინვესტორებმა ჩადეს

საქართველოს ევრობონდებში ფული ბრიტანელმა, ევროპელ
საქართველოს ევრობონდებში ფული ბრიტანელმა, ევროპელმა და აშშ-ის ინვესტორებმა ჩადეს

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. ინვესტორები ძირითადად წარმოდგენილები არიან დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, განაცხადა. მისი განმარტებით,  ევროობლიგაციების გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. მოთხოვნამ დაახლოებით, 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას, რაც, მინისტრის შეფასებით, პირველ რიგში, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი ძალიან დიდ ნდობას ნიშნავს. 

ახალი სესხის ვადიანობა 5 წელიწადი, ხოლო წლიური პროცენტი 2,75%-ია. 

"2.75% ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე რეგიონში არასდროს დაფიქსირებულა. ეს ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საინვრესტიციო ბანკის მხრიდან. ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით ჩვენ შევქმენით ახალი ისტორიული ნიშნული, რომელიც სხვა გამომშვებებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მათ გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ახალი ობლიგაციებით, ფაქტობრივად, 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოხდა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო - 6,875% და რომელიც 12 აპრილს დავფარეთ. ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგია, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა. წარმატებით წარმართული პროცესისთვის მინდა ფინანსთა სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, ესენი არიან საერთაშორისო საფინანსო საინვესტიციო ბანკები“, - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ახალი სესზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაზოგავს 350 მილიონ ლარს.

შეგახსენებთ, ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ ახალ სესხზე 2.75% კარგი პროცენტი იქნებოდა, ევრობონდები რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი. მათი მტკიცებით, შეცდომაა ევრობონდები ს10-წლიანი ვადით არგამოშვება.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და ამიტომაც მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ევროობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი 2 დღის წინ გამოქვეყნდა და ახალი საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს მართავს. წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება.

2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შადგენდა. ხელისუფლება ამ ფასიანი ქაღალდის კუპონზე განაკვეთს 3.0%-3.5%- ფარგლებში ელოდა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალი იყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი ვალი საქართველომ კიდევ უფრო დაბალ პროცენტში, 2,75-ში აიღო. საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system