თავში

სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა

სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა
სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა

სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი ამ დღეებში დასრულდა.

„მოხერხდა ამ დღეებში, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოვიდა გაკოტრების რეჟიმიდან. წლებია უკვე ეს კომპანია გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა და ახლა ის სრულფასოვანი საწარმო იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭირვალე და მიმზიდველოი კორპორატიული სტრუქტურა, რომელიც მას საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და თავადვე დააფინანსოს მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საკონკურსო კომისია, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოსთვის კანდიდატებს შეარჩევს.

„სამეთვალყურე საბჭო კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტია იმისთვის, რომ ყველა გადაწყვეტილების გამჭირვალედ მიღება მოხდეს და დაინერგოს კორპორატიული სტრუქტურა ამ კომპანიაში. ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ არასაკმარისი პირობა,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პირველი სახელმწიფო საწარმო, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა (სსე). სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირებისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

შეგახსენებთ, ახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირება იწყება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოსვლა, ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს დაანონსდა.

რეფორმირების ფარგლებში მოხდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ შემოერთება, რის შედეგადაც მისი სატრანზიტო ინფასტრუქტურის ხარჯები, სსე-ის ტარიფში აისახება. განხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კორპორატიზაცია, რაც მართვის მოდელის დახვეწას გულისხმობს.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარის ობლიგაციების გამოშვებასაც გეგმავს. ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

კომპანიამ 2019 წელი 30 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. მომგებიანი იყო 2018 წელიც , როცა მისი მოგება 47 მლნ ლარს გაუტოლდა.

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაში ევროკავშირი ეხმარება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2023 წლამდე ოფიციალურად რეაბილიტაციის პროცესშია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, კომპანიაში ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ერთადერთი ორგანოა, რომელიც აქციონერი, ანუ სახელმწიფო 100 პროცენტიანი წილის მქონე კომპანიებში, მართვას ახორციელებს. იგეგმება ლარში ნომინირებული ბონდების გამოშვებაც.

წელს საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმებით, 90 მილიონი ევრო გამოიყოფა. აშენდება150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system